ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მთავრობას უფლება მისცა ორდერის გარეშე მოითხოვონ ინფორმაცია კერძო პირებზე


გაზეთ ვაშინგტონ პოსტის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მთავრობას უფლება მისცა ორდერის გარეშე მოითხოვონ ინფორმაცია კერძო პირებზე მობილური ტელეფონების კერძო კომპანიებისაგან, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ძალოვან სტრუქტურებს ამა თუ იმ პირის დანაშაულის არანაირი სამხილი არ ექნებათ.

ამას გარდა მთავრობა ამ სატელეფონო კომპანიებისაგან მოითხოვს ინფორმაციას, რომელიც ეხება კერძო პირების მობილური ტელეფონების მუდმივი სიგნალის გადაცემის საშუალებით ამ პირების გადაადგილების დაფიქსირებას. ადამიანის უფლებების ქომაგთა განცხადების თანახმად ეს წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ჩარევას ამერიკელების კერძო ცხოვრებაში.

XS
SM
MD
LG