ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში დღეისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები 30-ი ნოემბრისათვის გადაიდო


არჩევნების გადავადების მიზეზი გახდა პოლიტიკური ფრაქციების უთანხმოება ერთიანი კანდიდატის დასახელების საკითხში. დღეს ადგილობრივი დროით შუაღამეს პრეზიდენტობის ვადა გასდის პრეზიდენტ ლაჰუდს. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ის, რომ ლიბანში კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკური კრიზისი.

თუ ახალი პრეზიდენტი დროზე ვერ იქნა არჩეული არ არის გამორიცხული სახელისუფლებო ვაკუუმის შექმნა. თუმც, აგრეთვე შესაძლებელია ორი მეტოქე მთავრობის დაპირისპირება იმის მსგავსად თუ რასაც ადგილი ჰქონდა 1975 წელს დაწყებულ ლიბანის სამოქალაქო ომში. პარლამენტის სესია, რომელმაც უნდა აირჩიოს პრეზიდენტი უკვე ხუთჯერ გადასდეს, რათა მმართველმა კოალიციამ და პრო-სირიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შესძლონ მათი კანდიდატების არჩევა.

XS
SM
MD
LG