ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანი სააგენტოსთან თანამშრომლობს მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ


გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანი სააგენტოსთან თანამშრომლობს მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ დეტალების გამოსააშკარავებლად, თუმცა ბარადეი ამბობს იმასაც, რომ თეირანმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ბირთვლი პროგრამის სხვადასხვა დარჩენილი ასპექტის გამოსამჟღავნებლად.

ბატონი მოჰამედ ელ ბარადეი ამ განცხადებით გამოვიდა ვენაში დაწყებული ორ დღიანი შეხვედრის მონაწილეების წინაშე, სადაც სააგენტოს 35 კაციანი საბჭო ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე იმსჯელებს.

ბირთვული ენერგიის სააგენტოს წევრები ასევე იმსჯელებენ იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც გასულ კვირას გამოქყვენდა და სადაც თეირანს საქმიანობაა მოწონებული ბირთვული პროგრამის დეტალების გახსნის საქმეში. მიუხედავად ამისა, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ თეირანი აგრძელებს გაეროს უშIშროების საბჭოს მოთხოვნების უგულვებელყოფას და აგრძელებს ურანის გამდიდრებას. ამ ფონზე, ირანის ელჩი გაეროს ბირთვულ სააგენტოში ასგარ სოლტანეი განცხდებას აკეთებს და აკრიტიკებს უშიშროების საბჭოს მცდელობას თეირანის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.

XS
SM
MD
LG