ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა


პარლამენტმა დღეს დაამტკიცა ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, სადაც მხოლოდ 2 მინისტრი შეიცვალა. განათლების მინისტრად მაია მიმინოშვილი დაინიშნა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად ყველასათვის კარგად ცნობილი კობა სუბელიანი, თუმცა მრეწველები ახალი პრემიერისგან ეკონომიკური გუნდის შეცვლასაც ითხოვენ.

დღევანდელ სხდომაზე ლადო გურგენიძემ პარლამენტს ის სოციალური პოლიტიკა გააცნო, რომლის გატარებასაც გეგმავს ახალი მთავრობა, უპირველესყოვლისა ეს იქნება მსხვილმასშტაბიანი დასაქმების პროგრამის განხორციელება. ახალი გეგმების თანახმად საქართველოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.. რა ცვლილებებს ელის საგარეო უწყება ?! - შეგვიძლია საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის პასუხი მოვისმინოთ, მისი აზრით, საგარეო უწყებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები არ იცვლება...

რა იმედებს ამყარებებ ახალი პრემიერის მოსვლით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ? - ამ კითხვით ქ-ნ მარინა მოლოდინს მივმართე. მისი თქმით, ლადო გურგენიძე არის გამოცდილი მენეჯერი და შეძლებს საქართველოს გამოყვანას ჩიხიდან...

ახალი პრემიერის განცხადებით მისი პრემიერობის პერიოდში გადასახადები არ გაიზრდება!

რა დარჩება დანაპირებიდან დაპირებად და რა არა, უკვე არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.

XS
SM
MD
LG