ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია გაიმართა


დღევანდელი დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დააწყების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული.

მ.სააკაშვილმა პრეზენტაციაზე მათ შორის თქვა, რომ ამ რკინიგზით საქართველო ჭრის სატრანსპორტო ფანჯარას ევროპაში. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მაშინ, როცა ჩაკეტილია აფხაზეთის რკინიგზა და სატრანსპორტო მაგისტრალები არც რუსეთის მიმართულებით მოქმედებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. - საქართველო დგება ფეხზე, საქართველო ევროპას უკავშირდება, ჩვენ ვუკავშირდებით სტამბოლს, პარიზს, ლონდონს და ევროპის ყველა ქალაქს. დარწმუნებული ვარ, რომ რკინიგზის მშენებლობა ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადისას დასრულდება და მატარებლის პირველი მგზავრი მე ვიქნები - აცხადებს მ.სააკაშვილი.

იყო თუ არა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება წინასწარ დაგეგმილი, თუ ამის მიზეზი გახდა არსებული პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოში ? - ამ კითხვით პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ეს დაგეგმილი იყო, თავიდანვე გადაწყდა, რომ პირველი სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო... პრეზენტაციაზე დღეს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს რკინიგზა ბედნიერებას მოუტანს ქართველ, თურქ და აზერბაიჯანელ ხალხს, იგივე აზრი გამოტქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის თქმით ამ რკინიგზამ სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი ხალხები.

XS
SM
MD
LG