ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კამიკაძის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, ნუმრუზის პროვინციის გუბერნატორის ვაჟიშვილი და ექვსი მცველი დაიღუპა.


ავღანეთის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს კამიკაძის მიერ ნუმრუზის პროვინციის გუბერნატორის ღულამ დასტაგერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, გუბერნატორის ვაჟიშვილი და ექვსი მცველი დაიღუპა. დაიჭრა თოთხმეტი ადამიანი. თავად გუბერნატორი აფეთქებას უვნებელი გადაურჩა. ავღანეთის უშიშროება აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში, უზურგანის პროვინციაში თალიბებმა ხუთი პოლიციელი ჩამოახრჩეს. პროვინციის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ პოლიციელები ორი თვის წინ გაიტაცეს და ჩამოხრჩობამდე აწამეს.

XS
SM
MD
LG