ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები საქართველოს მთავრობაში


გარდა იმისა, რომ საქართველოს მესამე დღეა ჰყავს ახალი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი პარასკევს „საქართველოს ბანკის“ პრეზიდენტმა ლადო გურგენიძემ შეცვალა, დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა ამცნო ჯურნალისტებს კიდევ 2 ცვლილების შესახე მთავრობაში. კერძოდ, განათლების მინისტრის პოსტს კახა ლომაიას მოადგილე ბელა წიფურია დაიკავებს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სავარძელს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი. კახა ლომაია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, იგი ამ პოსტზე კოტე კემულარიას შეცვლის, კოტე კემულარია სპეციალურ ორგანოს უხელმძღვანელებს, რომელიც პრეზიდენტის აპარატთან შეიქმნება და ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას გაუწევს კურირებას. არის თუ არა მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში სხვა გადაადგილებებიც ?! - ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი ამბობს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნა მინისტრთა კაბინეტში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. - ის სამთავრობო გუნდი, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეკრა, მოვალეობებს თავს კარგად ართმევს, ამიტომ არა მგონია, მინისტრთა კაბინეტში რაიმე სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს, - აცხადებს თბილისის მერი გიგი უგულავა. ახალმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ დღეს კანონმდებლებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო. მისივე თქმით მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბევრი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი, რისთვისაც პარლამენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობა დასჭირდება. ლადო გურგენიძემ პრიორიტეტად სოციალური პრობლემების მოგვარება და შესაბამისი პროგრამების კორექტირება დაასახელა. მისივე განცხადებით საჭიროა 2008 წლის ბიუჯეტი ხალხის პრობლემებზე იყოს ორიენტირებული. გარდა აღნიშნული ცვლილებებისა მთავრობაში ხელისუფლება 7 .11. მოვლენების შემდეგ მართავს დიალოგს ოპოზიციასთან, თუმცა გაგრძელდება თუ არა ეს დიალოგი, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ერთიანი ეროვნული საბჭოს განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენამდე და იმ პირების გათავისუფლებამდე, რომლებიც სამართალდამცავებმა 7.11. დააკავეს, მმართველ პარტიასთან დიალოგი აღარ გაგრძელდება. კომენტაისთვის ფრაქცია „ჩვენი საქართველოს“ წევრს, გოჩა ჯოჯუას მივნართე, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა... დღეს ე.წ. მოდულის შენობაში მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია დაიკითხა. მასზე ადრე კი კონფლიქტების ექს-მონისტრი გოგა ხაინდრავა. კ.გამსახურდიას თქმით ხელისუფლების მიერ ტელევიზიით გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები დამონტაჟებულია. შსს მიერ გავრცელებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებში ჩაწერილია ოპოზიციის ლიდერებისა და რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საუბრები. „ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს !“ - აცხადებს ამასთან დაკავშირებით კ.გამსახურდია.

XS
SM
MD
LG