ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციის ძალებმა 6 ეჭვმიტანილი მეამბოხე მოკლეს


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ დღეს კოალიციის ძალებმა 6 ეჭვმიტანილი მეამბოხე მოკლეს და 10 დააკავეს ალ-ყაიდას ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდისას.

სამხედრო განცხადების თანახმად ოპერაციები ბაღდადში, სამარასა და კირკუკში განხორციელდა.

ამერიკელების ცნობით, გარდაცვლილთაგან სამი შაჰიდის ქამრებს ატარებდა.

გუშინ, კოალიციის ძალებმა ბაღდადის სამხრეთში მეამბოხეთა სამალავზე განახორციელეს იერიში. ეჭვმიტანილები იქ ორი ამერიკელი ჯარისკაცის გატაცების ფაქტს უკავშირდებოდნენ.

ამ ფონზე, ამერიკელი სამხედროები ასევე იტყობინებიან, რომ შვეულმფრენებიდან 600 ჯარისკაცის დაშვება მოხერხდა უსაპისა და ბეთრას სოფლებში.

XS
SM
MD
LG