ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება


დღეს კოსოვოში პარლამენტის არჩევნები იმართება, რომელშიც სერბეთიდან გამოყოფის მოსურნე ალბანური პოლიტიკური პარტიები იღებენ მონაწილეობას. კოსოვოს სერბული უმცირესობა, რომელიც მთელი მოსახლეობის 6%-ია ბოიკოტს უცხადებს ამ არჩევნებს. ხმის მიცემის პროცედურაში მილიონზე მეტი ალბანელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 120 კაციან პარლამენტს აირჩევენ. არჩევნებში კენჭს იყრის სეპარატისტების ყოფილი სამხედრო მეთაური და კოსოვოს ახლანდელი პრემიერ მინისტრი აგიბ ჩეკუ, რომელსაც სეპარატისტების კიდევ ერთი სამხედრო ბელადი და ამჟამად ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჰაშიმ ლეგუ უპირისპირდება.

XS
SM
MD
LG