ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი პაკისტანში შექმნილ სიტუაციას აფასებს


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი პირობას სდებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს 9 იანვრისთვის ჩაატარებს. მუშარაფმა ასევე აღთქვა, რომ პაკისტანის არმიის მთავარსარდლის პოსტიდან გადადგება, მას შემდეგ რაც ქვეყნის უზენაესი სასამართლო მის პრეზიდენტობას დაამტკიცებს. ბატონი მუშარაფი უარს აცხადებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დრო წინასწარ გამოაცხადოს. აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი აცხადებს: “ჩემი აზრით, პოზიტიური ელემენტი ამ სიტუაციაში არის ის რომ არჩევნები საკმაოდ მალე ჩატარდება და რომ პრეზიდენტი მუშარაფი სავარაუდოდ დატოვებს მთავარსარდლის პოსტს. ეს ორივე საკითხი უმნიშვნელოვანესია პაკისტანის დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. ცხადია, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გააუქმოს. “ ციტატის დასასრული ქალბატონმა რაისმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული განვითარების გზა ადვილი როდია, თუმცა პაკისტანმა ამ მხრივ გარკვეული პროგრესი უკვე გამოავლინა, “პაკისტანმა დიდი გზა გაიარა 1999 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ასევე, მან დიდი გზა განვლო 2001 წლიდან მოყოლებული, როცა ქვეყანამ პირობა დადო რომ ექსტრემიზმს შეებრძოლებოდა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი სიტუაცია ჯერაც არ არის იდეალური.” პაკისტანში არჩევნების ჩატარების ხელშესაწყობად, აშშ-მ ამომრჩეველთა განათლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების, ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციისა და დამკვირვებელთა განთავსების მიზნით ფულად დახმარებას ეწევა. აშშ-ს მიერ დაფინანსებული დამკირვებლები პაკისტანში ნოემბრის ბოლოს ჩავლენ. ამას გარდა, ამერიკა პაკისტანელ ჟურნალისტებს ამზადებს არჩევნების გაშუქების მიზნი. პაკისტანის საარჩევნო კომისია კი ამერიკის დახმარების წყალობით, ამომრჩეველთა სიებს ინტერნეტში აქვეყნებს. აშშ ელჩი პაკისტანში ენ პატერსონი აღნიშნავს, რომ ამერიკის მიზანია პაკისტანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს, როცა ხალხს საკუთარი ლიდერების არჩევის საშუალება მიეცემა. სანდო არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციის ლიდერები და მათი პარტიების წევრები ციხიდან და შინა პატიმრობიდან უნდა განთავისუფლდნენ, მედია კი შეუზღუდავი ფუნქციონირების საშუალება უნდა მიეცეს.
XS
SM
MD
LG