ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი საპრეზიდენტო დებატებზე დემოკრატმა კანდიდატებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს


პრეზიდენტობის კანდიდატებმა დემოკრატიული პარტიიდან სენატორი ჰილარი როდჰემ კლინტონი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს სატელევიზიო დებატებზე, რომელიც ლას ვეგასში მიმდინარეობდა. დებატებში დემოკრატიული პარტიის 7 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. სენატორ კლინტონის წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მისი მთავარი მეტოქეები ბარაქ ობამა და ჯონ ედვარდსი. ისინი მკაცრად აკრიტიკებდნენ ქალბატონ კლინტონს არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებით გაურკვეველი პოზიციის გამო. ჯონ ედვარდსის განცხადებით ჰილარი როდჰემ კლინტონი მწვავე კითხვებს გაურბოდა და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეერთებული შტატების არაეფექტური და კორუფციული პოლიტიკური სისტემა უცვლელი დარჩება.
XS
SM
MD
LG