ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო 2 დეკემბერს რუსეთში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლებს არ მიავლენს


ეუთო არ აპირებს რუსეთში ორი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას. ამ ორგანიზაციის განცხადებით არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფების მუშაობა შეუძლებელი იქნება რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების და აკრძალვების გამო. რუსეთის ხელისუფლებამ ეუთოს ზოგიერთ დამკვირვებელს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე. არადა ნოემბრის დასაწყისში ეუთო 70 დამკვირვებლის გაგზავნას აპირებდა რუსეთში ამ ქვეყნის ხელისუფლების მიწვევით. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთში ეუთოს 400-მდე დამკვირვებელი იმყოფებოდა, რომლებმაც ჩათვალეს რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
XS
SM
MD
LG