ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის წიგნის ეროვნულ პრემიას ლაურეატები ჰყავს


გუშინ ნიუ იორკში წიგნის ეროვნული ჯილდო ერგო ორ ნაშრომს, რომლებიც ცივი ომის პერიოდში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს როლს ეხება. ერთერთი მათგანია დენის ჯონსონის ეპიკური რომანი “კვამლის ხე”, რომელიც ვიეტნამის ომის დროს სადაზვერვო სამსახურის აგენტის ცხოვრებას ეხება. მეორე პრემია კი წილად ხვდა არამხატვრული ჟანრის ნაწარმოებს, სახელწოდებით “ფერფლის მემკვიდრეობა”, ტიმ ვაინერის ავტორობით. ეს წიგნი ასევე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშის ბედს აღწერს. ვაინერმა, რომელიც იმავდროულად გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსის” რეპორტიორია, 1988 წელს პულიცერის პრემია მოიპოვა ამერიკის ეროვნული უშიშროების პროგრამების შესახებ გამოქვეყნებული სტატიებისთვის.
XS
SM
MD
LG