რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ შავი ზღვაში მომხდარი ნავთობის ჩაღვრის გამო, გარემოს დაბინძურების დონე დასაშვებ ზღვარზე ორმოცდაათჯერ უფრო მაღალია. ასობით მოხალისე და ჯარისკაცი, გასულ კვირას ქარიშხლის დროს დამსხვრეული ტანკერიდან ზღვაში ჩაღვრილი ორი ათასი ტონა ნავთობისაგან მიდამოების გაწმენდას ცდილობს. ამ ძლიერი ქარიშხლის დროს კიდევ ხუთი ხომალდი ჩაიძირა, ხოლო ათობით კი დაზიანდა. ექსპერტების თქმით, ქერჩის სრუტეში ნავთობის დაღვრას უკვე ოცდაათი ათასი ფრინველის და ცხრა ათასი თევზის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ათასობით სტუდენტი შეუერთდა იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც სანაპირო ზოლს ნავთობის სქელი ფენისგან წმენდენ. ბუნების ქომაგები ამტკიცებენ, რომ გაწმენდას რამდენიმე თვე დასჭირდება. მაგრამ ამატებენ, რომ გარემოს დაბინძურების კვალი ათი წლის განმავლობაში მაინც დაეტყობა.