ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე


ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში 120-ი სახელმწიფოს წამყვანი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელია გაერთიანებული. ეს ორგანიზაცია მოწიდებულია მშოფლიოში პრესის თავისუფლების, აზრის თავისუფალი გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფალი ურთიერთგაცვლის დაცვისაკენ.

13-ტ ნოემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში კერძოდ ნათქვამია: “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ღრმადაა შეშფოთებული აკრძალვაზე, რომელიც საქართველოში შემოიღეს კერძო საინფორმაციო საშუალებებზე. ჩვენ ვგმობთ საგანგებო მდგომარეობის გამოყენების ფაქტს ოპოზიციის ხმის ჩახშობის მიზნით.” - განაცხადა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა იოჰან ფრიცმა.

მთავრობებს არ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რათა მათი საპარლამენტო უმრავლესობის გამოყენების უფლება იმისათვის რომ დაამტკიცონ საგანგებო მდგომარეობა, რომლის მიზანია მთავრობის კრიტიკის ჩახშობა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სესწავლილ იქნას ის თუ როგორ ტარდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში და მოიხსნას ყოველგვარი აკრკძალვა საინფორმაციო საშუალებებზე, აკრძალვა, რომელიც ფაქტობრივად აზრის თავისუფალი გამოხატვის ელემენტარული უფლებების შელახვას წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG