ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავა


პაკისტანის პოლიციამ კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმრან ხანი მას შემდეგ დააკავა, რაც ხანმა საჯარო განცხადება გააკეთა საგანგებო მდგომარეობის დაწესების შემდეგ. ოპოზიციონერი სამალავიდან გამოვიდა და ქალაქ ლაჰორში, პენჯაბის უნივერსიტეტში შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა. გამოსვლის შემდეგ, დარბაზში არეულობა ატყდა, რამეთუ ზოგიერთმა რადიკალური გეზის სტუდენტებმა არ გაიზიარეს მისი ზომიერი პოლიტიკური თვალსაზრისი, ხელი სტაცეს მას და პოლიციას გადასცეს იგი. პაკისტანის თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დღესდღეობით დაკავებული ან განდევნილია.
XS
SM
MD
LG