ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვენ


ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად 10 წინაპირობა წამოაყენა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ესენია : საგანგებო მდგომარეობის დაუყოვნებლივ გაუქმება; მედიისა და შეკრების თავისუფლების აღდგენა და გარანტირება; არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დაზუსტება; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამორიცხვა; ყველა ამომრჩევლის უზრუნველყოფა დროული ინფორმაციით; ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი საარჩევნო ფონდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; საარცევნო უბნის ოქმების გამოკვრა ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე. უკვე ვიცით, ვინ გაუწევს ხუთ იანვარს კონკურენციას მიხეილ სააკაშვილს, გარდა დავით გამყრელიძისა და გია მაისაშვილისა. ეს არის ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 10 პარტიიდან შემდგარმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარადგინა. რატომ შეაჩერეს მათ არჩევანი ლევან გაჩეჩილაძეზე ? - ამ კითხვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, პარლამენტის წევრს ზვიად ძიძიგურს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძე არის ეროვნული, საქართველოს მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარული რეიტინგული ფიგურა, ამიტომაც მიიღო საბჭომ ეს გადაწყვეტილება. რომ ლ.გაჩეჩილაძე არის ღირსეული კანდიდატი და შეძლებს იმ ამოცანას გაართვას თავი, რომელიც მის წინაშე დააყენა გაერთიანებულმა ოპოზიციამ.

XS
SM
MD
LG