ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქერჩის სრუტეში ქარიშხალი მძვინვარებს, რამაც რუსული ტანკერი ორ ნაწილად გახლიჩა


ქერჩის სრუტეში ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებს, რამაც რუსული ტანკერი “ვოლგანეფტ-139” ორ ნაწილად გახლიჩა და ზღვაში ათასობით ტონა მაზუთი ჩაიღვარა. გემზე მყოფი 13 მეზღვაური ხომალდის იმ ნაწილში იმყოფება რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩაძირული. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით მაზუთის გაჟონვამ შესაძლოა მთელს რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, რომლის აღმოფხვრას წლები დასჭირდება. ამჟამად ქარი უკრაინისკენ უბერავს და იქითკენ მიდენის ზღვაში ჩაღვრილ საწვავს. რუსეთის და უკრაინის გემები ტანკერის ბუქსირზე აყვანას ცდილობენ, რასაც ართულებს ქერჩის სრუტეში მძვინვარე ძლიერი ქარიშხალი. ამავე რაიონში კიდევ ორი რუსული გემი ჩაიძირა, რომლებიც გოგირდით იყვნენ დატვირთულნი. კატასტროფა განიცადა ორმა თურქულმა ხომალდმაც.
XS
SM
MD
LG