ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მდგომარეობა კრიტიკულია


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა რომ 9 იანვრამდე ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. გენერალ მუშარაფის თქმით უახლოეს დღეებში დაითხოვენ პაკისტანის პარლამენტს. უკვე შეჩერებულია უმაღლესი სასამართლოს მუშაობა, რომლის თავმჯდომარეს იფტიკარ ჩაუნდრის კორუფციაში დასდეს ბრალი. პაკისტანის ხელისუფლებამ საპროტესტო დემონსტრაციის ათასობით მონაწილე დააპატიმრა, ძირითადად დემოკრატიის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების წევრები. ამასობაში პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენაზირ ბჰუტო ქალაქ ლაჰორში ჩავიდა, სადაც სამშაბათს ოპოზიციის დიდი საპროტესტო აქცია გაიმარტება.
XS
SM
MD
LG