ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში აუნგ სან სუ ჯის ხელისუფლების წარმომადგენელი ხვდება


ბირმაში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტის ვიზიტის წინ, სახელმწიფო მედია ოპოზიციის დაკავებული ლიდერის, აუნ სან სუ ჯის შესახებ იტყობინება.

გაზეთმა გამოაქვეყნა დისიდენტისა და ბირმის სამხედრო მთავრობის წარმომადგენლის ფოტო.

გუშინ მათ შორის შეხვედრა გაიმართა.

სან სუ ჯის ასევე საშუალება ჰქონდა შეხვედროდა დემოკრატიის ეროვნული ლიგის წევრებს.

შეხვედრის შემდეგ აუნგ სან სუ ჯიმ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აცხადებს, რომ იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი ეროვნული შერიგების შესაძლებლობის პერსპექტივისადმი.

ხვალ, კვირას გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტი პაოლო სერჰიო პინეირო ბირმაში ჩავა.

XS
SM
MD
LG