ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 ნოემბრის არჩევნებზე ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოყვანას გეგმავს


5 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოყვანას გეგმავს.

ოპოზიციის ლიდერებმა უარი თქვეს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე სანამ არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და დამოუკიდებელი მედია მუშაობას არ განაახლებს.

ოპოზიციის ლიდერებმა ეს განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. პატრიარქი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს თამაშობს, მანამდე ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლის მარიამ ლანსკოის განცხადებით:

"უპირველეს ყოვლისა უნდა აღდგეს დამოუკიდებელი მედიის მაუწყებლობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე სწორი წარმოდგენის შექმნა, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია "იმედის" მუშაობა შეწყვიტეს ჩვენ საინფორმაიცო ვაკუუმში ვიმყოფებით. მხოლოდ სიტყვის თავისუფლების აღდგენის შემდეგ არის შესაძლებელი დიალოგის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის."

საქართველოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ქვეყანაში 15 დღის განმავლობაში გასტანს.

XS
SM
MD
LG