ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის დედაქალ მოგადიშუში მომხდარი შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი კაცი დაიღუპა


სომალის დედაქალ მოგადიშუში ეთიოპიის სამხედრო კონტინგენტსა და მეამბოხეებს შორის ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი კაცი დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით ეთიოპიის ძალებმა ჭურვები დაუშინეს მოგადიშუს ერთ-ერთ ხალხმრავალ ბაზარს. დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოსახლე. 25-ი გვამი აღმოაჩინეს ქალაქის იმ რაიონში, სადაც ეთიოპელთა სამხედრო კონტინგენტი გუშინდლიდან მოყოლებული მეამბოხეებს ებრძვის. მოგადიშუში აი უკვე თითქმის ერთი წელია განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლები ისლამისტ მეამბოხეებსა და ეთიოპიელთა ძალებს შორის, რომლებიც სომალის დროებით მთავრობას უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG