ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო შინა პატიმრობაშია


პოლიციამ გადაკეტა ყვალა მისასვლელი ქვეყნის დედაქალაქში. ამ ზომას მიმართეს, რათა შეაჩერონ საპროტესტო გამოსვლები ქავეყანაში საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ. ქალბატონი ბჰუტო ორჯერ შეეცადა შეერთებოდა მანიფესტანტებს, მაგრამ პოლიციამ ხელი შეუშალა მას. ქალბატონმა ბჰუტომ სპეციალური განცხადება გააკეთა და მოითხოვა პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფისაგან საგანგებო ბდგომარეობის გაუქმება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტის დატოვება და მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებში არჩევნების ჩატარება. ქალბატონი ბჰუტოს პარტიის პაკისტანის სახალხო პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მათი პარტიის მომხრეებს მთავრობა ვერ დააშინებს და ისინი შეეცდებიან ქალაქის ცენტრში შესვლას, რათა თავისი პროტესტი გამოხატონ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო. ქალაქ რავალპინდიში პოლიციამ რამოდენიმე ასეულ მოპროტესტეს შეეტაკა. ისინი ცდილობდნენ მანიფესტაციის გამართვას მიუხედავად აკრძალვისა დემონსტრაციებზე. ამ ფონზე ქალაქ ფეშავარში კამიკაძე ტერორისტმა ტერაქტი განახორციელა ერთ-ერთი მინისტრის სახლის შორიახლოს. დაუზუსტებელი მონაცემებით ოთხი კაცია დაღუპული.

XS
SM
MD
LG