ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Human Rights Watch - ი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე


თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმების მიერ დარბევის საკითხზე ადამიანის უფლებების ქომაგთა ორგანიზაცია “Human Rights Watch,”-ის სამხრეთ კავკასიისა და საქრთველოს საკვლევი ცენტრის თანამშრომელი ჯეინ ბიუკენანი საუბრობს. მასალა ლუკა ბეთანელმა მოამზადა.

-”Human Rights Watch-ი ძალზე შეშფოთებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველოში. საერთაშორისო კანონით მთავრობას უფლება აქვს შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ არსებობს აუცილებელი ჩარჩოები, რომლის თანახმადაც აუცილებლად უნდა იქნას დაცული ადამიანის ელემენტარული უფლებები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ყველა სამაუწყებლო საშუალებების დახურვის თაობაზე ერთი სახელმწიფო ტელეარხის გარდა ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აზრის თავისუფლად გამოხატვის ნორმებს. ჩვენ ზალზე ვართ შეშფოთებულნი საქართველოს მთავრობის ამგვარი რეაქციით მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. ჰიმან რაითს ვოჩი გულდასმით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დოკუმენტირებას უხდენს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს. თბილისში ჩვენმა წარმომადგენელმა დააფიქსირა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტები. ჩვენ საქართველოს მთავრობის მოქმედებას შეფასებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვაძლევთ. დოკუმენტირებული მონაცემების თანახმად მანიფესტაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მომიტინგეებიდან არავის შეუტევია პოლიციისადმი. უფრო მეტიც, ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს შემთხვევები, როდესაც ისინი ვისაც პოლიცია მისდევდა ერთმანეთს უყვიროდნენ არ შეწინააღმდეგებოდნენ პოლიციას, შიშობდნენ რა პოლიციის კიდევ უფრო პროვოცირებას. ჩვენ ისიც დავაფიქსირეთ, თუ როგორ ესროდნენ პოლიციელები რეზინის ტყვიებს ზურგში მოპროტესტეებს, რომლებიც გარბოდნენ. ასე რომ ეს ფაქტები ნათლად მიუთითებენ იმაზე, რომ აქციაში მონაწილეებს არ მოუხდენიათ პოლიციის პროვოცირება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაღიზიანებას ვერ მალავდნენ, როდესაც ჟურნალისტები სიტყვა დარბევას ხმარობდნენ მომხდართან მიმართებაში და ითხოვდნენ სიტყვა დაშლის გამოყენებას.
არ მესმის როგორ შეიძლება შეფასდეს ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენება, როგორც თავშეკავებული მშვიდობიანი რეაქცია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს პოლიციის მხრივ ძალის გამოყენების გადაჭარბებული ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ისიც, რომ ჟურნალისტებს განზრახ იღებდნენ მიზანში და მათ აპარატურას ან ამტვრევდნენ ან კონფისკირებას უხდენდნენ. “

XS
SM
MD
LG