ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგის პერსპექტივები იკვეთება


გაერო აცხადებს, რომ ბირმაში შეიძლება დაიწყოს დიალოგი ოპოზიციის ლიდერ აუნგ სან სუჯისა და ბირმის მთავრობას შორის . გაეროს წარმომადგენელმა ბირმაში იბრაჰიმ გამბარიმ ეს განცხადება გააკეთა დღეს რანგუნიდან გაფრენამდე მას შემდეგ რაც აუნგ სან სუჯის შეხვდა. გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში გამბარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაწყებულია პროცესი, რომელიც შეიძლება საბოლოო ანგარიშში დაგვირგვინდეს სერიოზული დიალოგით სან სუჯისა და მთავრობას შორის. ეს გამბარის უკვე მეორე ვიზიტია ბირმაში მას შემდეგ რაც სექტემბერში მთავრობამ დაარბია საპროტესტო დემონსტრაცია, რასაც ათი კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG