ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბირთვულ ობიექტებზე სამი ათასი ცენტრიფუგა სრული დატვირთვით ამოქმედდა


ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბირთვულ ობიექტზე განლაგებული სამი ათასი ცენტრიფუგა სრული დატვირთვით ამოქმედდა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ურანის გასამდიდრებლად გამიზნული სამი ათასი ცენტრიფუგა მზადაა და სრული დატვირთვით მოქმედებს. ბატონმა აჰმადინეჟადმა ამის შესახებ დღეს ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბირჯანდში ყოფნისას განაცხადა. იმის ხაზგასასმელად, რომ არ აპირებს საერთაშორისო მოთხოვნებზე დაყოლიებას, ირანი მანამდეც ამტკიცებდა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიერქტზე რამდენიმე ათასი ცენტრიფუგა დამონტაჟდა. მაგრამ დღევანდელი განცხადება პირველი ოფიციალური განცხადებაა იმის თაობაზე, რომ სამი ათასი ცენტრიფუგა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ცენტრიფუგების საშუალებით ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო ურანის გამდიდრება ისევეა შესაძლებელი, როგორც ბირთვული ელექტროსადგურისთვის აუციელებელი საწვავის შექმნა. გასულ კვირას. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG