ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.


ევროკავშირის, რუსეთის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, დღეს ვენაში კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები განაახლეს. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის დელეგატმა ვოლფგანგ ისშინგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროცესი დასასრულს უახლოვდება და მოთმინებისკენ მოუწოდა.

მოლაპარაკებების ეს რაუნდი 10 დეკემბრამდე გასტანს. დღევანდელ შეხვედრაზე იმ თოთხმეტპუნქტიან დოკუმენტს განიხილავენ, რომელიც გასულ თვეს მიმდინარე მოლაპარაკებებისას შეიმუშავეს.

დოკუმენტში კოსოვოს სრულ დამოუკიდებლობაზე არ არის საუბარი, მაგრამ აღნიშნულია, რომ სერბეთის ხელისუფლება რეგიონში წარმოდგენილი არ იქნება. კოსოვოს ალბანელი დელეგატები პროვინციის დამოუკიდებლობის 10 დეკემბრისთვის გამოცხადებას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG