ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტ ბუშს ხვდება


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტ ბუშს ხვდება, რომლის დროსაც ერაყის ტერიტორიიდან მოქმედი ქურთი მეამბოხეების პრობლემა განიხილეს.

ქურთი მოთარეშეების გახშირებული თავდასხმების გამო თურქეთი ერაყის ჩრდილოეთში ჯარების შეყვანით იმუქრება.

შეერთებულმა შტატებმა ანკარას ურჩია თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებების დაწყებისგან, რამაც შესაძლოა ერაყის ჩრდილოეთ რაიონების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მათი აზრით ამერიკამ, თურქეთმა და ერაყმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG