ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის ცენტრში ათი-ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი საქართველოდან


ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი საქართველოდან თბილისის ცენტრში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციაზე. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და მისი მიმდებარე ქუჩები ხალხით არის გადაჭედილი.

ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტისგან ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ, რაც პირველ რიგში მომავალი წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ავტომაგისტრალების გადაკეტვით ცდილობდა ხელი შეეშალა თბილისში მომიტინგეების შემოსვლისათვის. თუმცა ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიისათვის.

XS
SM
MD
LG