ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის მიმართ დაწესებული სანქციები მანამ არ მოიხსნება, სანამ იგი მის ყველა ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს


“ფხენიანის მიმართ დაწესებული სანქციები მანამ არ მოიხსნება, სანამ იგი მის ყველა ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს” - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხში აშშ-ის მთავარი მოთათბირე ქრისტოფერ ჰილი. მან ეს განცხადება დღეს სეულში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ოფიციალური სამშვიდობო პაქტი, რომელმაც უნდა შესცვალოს 50 წლის წინ შემოღებული დაზავება კორეის ომში და გაეროს სანქციების შეჩერება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ფხენიანი უარს იტყვის ბირთვული პროგრამების განვითარებაზე. მისივე თქმით ფხენიანმა ამ რამოდენიმე კვირაში უნდა გადასცეს ექსპერტთა ჯგუფს მისი ყველა ბირთვული პროგრამის სრული სია.

XS
SM
MD
LG