ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სარაკეტო აფეთქებას დაუზუსტებელი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


პაკისტანში სარაკეტო აფეთქებას დაუზუსტებელი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვაზირისტანის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად აფეთქებას ადგილი ჰქონდა პაკისტან-ავღანეთის საზღვრის შორიახლოს განლაგებულ დაბაში. როგორც ამ განცხადებიდან გამოსჭვივის დაინგრა სახლი, სადაც თალიბთა მომხრე მეამბოხეები აფარებდნენ თავს. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ისლამისტმა მეამბოხეებმა საგანგებო პრეს-კონფერენცია მოაწყეს, სადაც გამოიყვანეს 48 ვინაობა დაუდგენელი მამაკაცი და განაცხადეს, რომ ისინი პაკისტანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები არიან, რომლებმაც გუშინ მომხდარი ბრძოლისას იარაღი დაჰყარეს და მეამბოხეებს ჩაბარდნენ. ჟურნალისტებმა ინტერვიუები ჩამოართვეს ჯარისკაცებს. ჯერ-ჯრობით ვერ იქნა დადგენილი ამ პირების ზუსტი ვინაობა. პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ მისი შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ არ ყოფილა აყვანილი.


XS
SM
MD
LG