ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სამშვიდობოებს მანდატს შეუწყვეტენ !


საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ. ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ამჟამად თბილისი ვადებზე მართავს კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ნინო ბურჯანაძის თქმით პარლამენტს თავის დროზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება სამშვიდობოების სტატუსთან დაკავშირებით და მასზე მთავრობაში აქტიური განხილვები მიმდინარეობდა, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებმა განმუხურში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დააჩქარეს.

პარლამენტში დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ განცხადდა, რომ აფხაზეთის და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. კომისიის წევრს, ზურაბ ჯგუბერიას გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ არა მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურები, არამედ საზოგადოებრივი აზრიც საქართველოში ისეთია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ, ვინაიდან პროვოკაციების მეტს კონფლიქტურ ზონებში არაფერს აკეთებენ.

XS
SM
MD
LG