ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმატებით დამთავრდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თურქეთსა და ერაყს შორის


წარმატებით დამთავრდა მოლაპარაკების პირველი რაუნდი ერაყის და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ანკარაში. მოლაპარაკებების მთავარი თემა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთი მეამბოხეების ბაზების პრობლემა იყო. ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დღეს მოგვიანებით განახლდება. თურქეთში ერაყის ხელისუფლების მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობს. თურქეთი საომარი მოქმედებების ერაყის ტერიტორიაზე გადატანით იმუქრება,თუ არ აღიკვეთება ქურთისატანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა თარეში თურქეთში. თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოგანის განცხადებით თურქეთის ხელისუფლება დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას აუცილებლობის შემთხვევაში ერაყის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ, მიუხედავად იმისა თუ როგორ პოზიციას დაიჭერს ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG