ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაფრაში ევროკავშირისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა დაიწყო


დღეს, პორტუგალიის ქალაქ მაფრაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ხვდება. შეხვედრაზე ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვადასხვა წინააღმდეგობრივი საკითხები განიხილება. მაფრაში, ევროკავშირს წარმოადგენენ პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ჟოზე სოკრატესი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტიცაა, და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო. სავარაუდოდ, ერთერთი განსახილველი საკითხია რუსეთის მიერ პოლონური ხორცის აკრძალვის ფაქტები, რაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალი შეთანხმების ძალაში შესვლას აფერხებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი და ევროკავშირი სხვადასხვა საკითხების ირგვლივ ვერ თანხმდებიან. მათ შორისაა, კოსოვოს შეზღუდული დამოუკიდებლობის საკითხი. მოსკოვი ასევე ეწინააღმდეგება დასავლეთის მოწოდებებს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.
XS
SM
MD
LG