ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რანგუნში  სპეც. დანიშნულების რაზმი განლაგდა


ბირმის სპეც. დანიშნულების ძალები რანგუნის სხვადასხვა ობიექტებზე განლაგდნენ ბუდისტი ბერების მხრიდან ახალი შესაძლო დემონსტრაციის თავიდან აცილების მიზნით. დღეს, როცა ბუდისტი ბერები სამონასტრო ცხოვრების პერიოდს ამთავრებენ, სპეც. დანიშნულების ძალებმა შედაგონისა და სულეს პაგოდის ტერიტორიები დაიკავეს. სწორედ დღეს სრულდება ერთი თვე, რაც ბერებმა ფართე მასშტაბიანი პროტესტები დაიწყეს, რაც მთავრობის ძალისმიერი იერიშით დამთავრდა. ამას გარდა, დღესვე, გაეროს ელჩმა იბრაჰიმ გამბარიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ბირმელ ოპოზიციონერ აუნგ სან სუ ჯისა და მთავრობის წარმომადგენელს შორის დიალოგის განახლების საშუალებას იძლევა. თუმცა, მისი განცხადებით, კიდევ ბევრია საჭირო კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG