ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით იზრდება !


საქართველოში მკვეთრად გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე: პურზე, ზეთზე, საპონზე და ა.შ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებს იხილავს. ფინანსთა მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში მობილიზებულმა თანხამ 3 მილიარდი ლარი შეადგინა, წლის ბოლომდე დარჩენილ 2 თვაში ქვეყნის ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით გაიზრდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოსმენაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მობილიზებული თანხებიდან 6 მილ. ლარი იუსტიციის სამინისტროს გადაერიცხება ციხეების მშენებლობისთვის, 224 მილიონი ლარით გაიზრდება თავდაცვის ბიუჯეტი, 92 მილიონითჱ ჯანდაცვის სისტემა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

რა იგულისხმება ამაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ზოგ პროდუქტებზე ფასები გაორმაგდა ? - აღნიშნულ საკითხებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ბუცხრიკიძე განაცხადა რომ, ფასების ზრდა ზოგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ არის , ხელო რაც მასზეა დამოკიდებული, ახლო მომავალში ეს პროცესი დარეგულირდება.

XS
SM
MD
LG