ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში კალიფორნიაში ჩავიდა


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კალიფორნიაში ჩავა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად. ამჟამად სტიქიური უბედურების ზონიდან ნახევარი მილიონი ადამიანია ევაკუირებული.

ჯორჯ ბუში დღეს, სავარაუდოდ ვერტმფრენით დაათვალიერებს დაზარალებულ რეგიონს და სან დიეგოს შორიახლოს გადამწვარ ადგილებს მოინახულებს.

ამ ფონზე, აღსანიშნავია, რომ კლიმატური პირობები დღეს და გუშინ გაუმჯობესდა, რამაც მეხანძრეებს პირველად მისცა საშუალება ხანძრის ლოკალიზებისა. ვერტმფრენები და საჰაერო ტანკერები კი ამ ფონზე ჰაერიდან სტიქიის კერებზე წყალსა და სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს აფრქვევენ.

XS
SM
MD
LG