ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პაკისტანში


პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ავტოკოლონის წინააღმდეგ განხორციელებულ აფეთქებას ოცდაათი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობას ჯარისკაცები წარმოადგენენ.

ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის თუ როგორ განახორციელეს ეს აფეთქება. პოლიცია თვლის, რომ ტერორისტებმა გზის პირას დაფლულ ნაღმს მოუხდინეს დეტონირება.

გუშინ თალიბების მომხრე შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ საბრძოლველად ისლამაბადმა ორ ათასზე მეტი ჯარისკაცი გადაისროლა რეგიონში.

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო რეგიონში თალიბებთან მჭიდრო კავშირში მყოფი, კანონგარეშე გამოცხადებული ჯგუფი თერიკ ნიფაზ ე შარია მოჰამედია გამაგრებული.

XS
SM
MD
LG