ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მაგრამ ანკარა თავად გადაწყვეტს იმას თუ რის გაკეთებაა აუცილებელი”


თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა თავად გადაწყვეტს იმას თუ რა გზით დაუპირისპირდება ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებულ ქურთ მეამბოხეებს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა განცხადა, რომ ანკარა თავად გადაწყვეტს იმას თუ რა გზით დაუპირისპირდება ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებულ ქურთ მეამბოხეებს. დღეს რუმინეთში მყოფმა ბატონმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ალბათ არ სურს ის, რომ თურქეთმა ასეთი სახის სამხედრო ოპერაცია განახორციელოს. „მაგრამ ანკარა თავად გადაწყვეტს იმას თუ რის გაკეთებაა აუცილებელი”. დასძინა პრემიერმა.

თურქეთის სამხრეთ-არმოსავლეთში განხორციელებული თავდასხმების მოწყობაში, ანკარა ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებულ ქურთისტანის მუშათა პარტიას სდებს ბრალს. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა კი განაცხადა, რომ ანკარას მოთმინება იწურება და, რომ თურქეთი აღარ შეეგუება მეამბოხეთა თავდასხმებს. ბატონმა გულმა აღნიშნა, რომ ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ ადეკვატურ ზომებს მიიღებენ. პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობით, დღეს ანკარაში ერაყის მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება.

XS
SM
MD
LG