ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში  ამერიკის ხმის ჟურნალისტის მოკლეს


ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი, პირადად ჩაუდგება სათავეში გუშინ მომხდარი ამერიკის ხმის ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას.

ოცდაექვსი წლის ალიშერ საიპოვი გუშინ ყირგიზეთის ქალაქ ოშში, ოფისის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს.

ბატონმა საიპოვმა ყირგიზეთში უზბეკურენოვანი გაზეთი დააარსა. იგი აგრეთვე ამერიკის ხმისთვის და რადიო თავისუფლებისთვისაც ამზადებდა მასალებს.

დღეს შეერთებული შტატების საელჩომ ყირგიზეთში დაგმო ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი და მისი დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოშ ჰარასტიმ განაცხადა, რომ იგი შოკირებულია ამ დაუნდობელი მკვლელობით. მან აგრეთვე მოიწონა ყირგიზეთის პრეზიდენტის მიერ გამოძიების პროცესსზე მეთვალყურეობის გადაწყვეტილების მიღების ფაქტი.

XS
SM
MD
LG