ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში დაკავების ცენტრებში  წინსვლა ფიქსირდება


ადამიანის უფლებების დაცვის რამდენიმე ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოში განსაზღვრული წინსვლა ფიქსირდება დაკავების ცენტრებში პატიმრებთან მოპყრობის თვალსაზრისით.

თუმცა “ჰუმან რაითს ვოჩი”, “საერთთაშორისო ამნისტია” და “პენიტენციალური სისტემის რეფორმის საერთაშორისო ორგანიზაცია” აცხადებენ, რომ მდგომარეობა მაინც სავალალოა.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციების განცხადებაში ასევე მოხმობილია დაკავებულთა წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროსაბჭოს კომიტეტის განცხადება.

აღნიშნული ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს მზადყოფნას ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დაეშვა ობიექტებზე. ადამიანის დაცვის ჯგუფები ასევე აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს ანგარიშში გარკვეული ადგილი ასევე ეთმობა მათ როლს, ვინც შეშფოთებულია არსებული სიტუაციით და საშუალებას აძლევს ამ მხარეებს რეფორმის ძალისხმევის გაუმჯობესებაში მიიღონ მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პროკურატურამ მოითხოვა გამოძიება ციხეში მომხდარი ამბოხების საქმეში. ამ ამბოხს რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ მთავრობას თავიდან არ გამოუყენებია შესაძლო არაძალისმიერი მეთოდები, არამედ ავტომატურ იარაღსა და რეზინის ტყვიებს მიმართა.

XS
SM
MD
LG