ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ბაღდადში


ერაყის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთით, შიიტურ რაიონში ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაახლოებით 8 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის განცხადების თანახმად, ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე ორი ერთდროული აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა.

მსხვერპლს შორის არიან ქალები და ბავშვები. ამ ფონზე, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ერაყში ამერიკელების დაცვის სამსახურების ზედამხედველობის გაუმჯობესების განკარგულება გასცა.

საგამოძიებო ჯგუფმა უკვე გააკეთა რეკომენდაციები კონკრეტული ზომების შესახებ.

ეს ჯგუფი სწორედ კონდოლიზა რაისის ბრძანებით შექმნა, რომელიც 16 სექტემბრის და სხვა მსგავს ინდიცენტებს შეისწავლის, რომლებშიც დაცვის ამერიკული ორგანიზაციების თანამშრომელთა მონაწილეობით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG