ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის აქტივისტებმა  ბანგკოკში ჩინეთის საელჩოს წინ დემონსტრაცია გამართეს


ბირმის აქტივისტებმა ბანგკოკში ჩინეთის საელჩოს წინ დემონსტრაცია გამართეს და ბირმელი ოპოზიციის ლიდერის აუნგ სან სუ ჯის განთავისუფლება მოითხოვეს.

მსგავსი დემონსტრაციები აუნგ სან სუ ჯის შინა პატიმრობის დაწყებიდან 12 წლისთავის აღსანიშნავად აზიის 12 ქალაქში, აშშ-ში და ევროპაში გაიმართა.

ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები ასევე მოუწოდებენ გაეროს გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან აუნგ სან სუ ჯის განთავისუფლების მიზნით. ღია წერილში, მათ აუნ სან სუ ჯის დაკავებას ბირმის მთავრობის ყველაზე სასტიკი გადაწყვეტილება უწოდეს.

XS
SM
MD
LG