ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ობიექტების დახურვის პროცესს რამდენიმე კვირაში დაიწყებს


დღეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სონგ მინ სონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ობიექტების დახურვის პროცესს რამდენიმე კვირაში დაიწყებს. მინისტრის თქმით, პროცესი ნოემბერში დაიწყება და ფხენიანი მზადაა ყველა თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ სწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების დარგში განაცხადა, რომ ექსპერტები პხენიანში ამბობენ, რომ ბირთვული პროგრამების შეჩერება დათქმულ ერთ წლიან ვადამდე გახდება შესაძლებელი.

მომავალ კვირას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ობიექტების დახურვის პროცესის მონიტორინგის მიზნით, ფხენიანში საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფი ჩადის.

XS
SM
MD
LG