თურქეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თურქეთის არმია ერაყის ტერიტორიაზე გამაგრებული ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. გასულ კვირა დღეს მეამბოხეების მიერ მოწყობილ თავდასხმას თორმეტი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია სწორედ ამ თავდასხმის საპასუხოდ ხორციელდება და ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებას არ გულისხმობს.
გუშინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ ქურთების მუშათა პარტიის ოფისების დაკეტვის განკარგულება გასცა. პრემიერმა განაცხადა, რომ პარტია ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედება ეკრძალება. ერაყის აგრეთვე სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს გზავნის თურქეთში, ერაყ-თურქეთის სასაზღვრო რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვის გზების ძიების მცდელობით.
ლონდონში მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ერაყის მთავრობის მიერ ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ ზომების მიღებას ვეღარ დაელოდება.