ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდერლანდებში ნატოს ბლოკის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს


ნატოს ბლოკის თავდაცვის მინისტრები ერაყ-თურქეთის სასაზღვრო ზოლში არსებული დაძაბულობისა და ავღანეთის საკითხების გამო შეხვედრას აწყობენ.

ნიდერლანდებში ნატოს ბლოკის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ერაყ-თურქეთის სასაზღვრო ზოლში არსებული დაძაბულობისა და ავღანეთის საკითხებს განიხილავენ.

მოელიან, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ნატოს დანარჩენ წევრ ქვეყნებს ავღანეთში უფრო მეტი სამხედროების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

ბატონი გეითსის თქმით, აუცილებელია, რომ ნატოს სამხედროები ავღანეთის არმიას წვრთნაში დაეხმარონ და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების უშიშროება დაიცვან. ამერიკელები აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ავღანეთში დისლოცირებულ ნატოს კონტინგენტს უფრო მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენიც ესაჭიროება.

ბატონმა გეითსმა უკმაყოფილება გამოხატა იმის თაობაზე, რომ 2006 წელს ნატოს წევრების მიერ ავღანეთში მეტი რესურსების გადასროლის პირობა განუხორციელებელი დარჩა.

თალიბების წინააღმდეგ ძირითადად ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი სამხედროები იბრძვიან. ნატოს სხვა ქვეყნები კი უარობენ საკუთარი ქვედანაყოფების ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონებში სეყვანას.

XS
SM
MD
LG