ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დათმობს თუ არა ხელისუფლება პოზიციებს ?


საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია! კრიზისი ლეგიტიმური გზით უნდა განიმუხტოს ! - აცახდებს საპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლებას საუკეთესო გამოსავალს სთავაზობს : მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში შესწორება უნდა შევიდეს, საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის აპრილში ჩატარდეს.

დათმობს თუ არა პოზიციებს მმართველი პარტია?- თუ გავითვალისწინებთ რომ 2 ნოემბრამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა, 2 ნოემბრის აქციაზე კი ოპოზიცია 100-ათასამდე ადამიანს ელოდება, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება საპარლამენტო არცევნების მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარება. კომენტარისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბაჟაშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ თავად მასაც და მის თანაგუნდელებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილების შემოტანა გაუმართლებლად მიაჩნია...

ჩვენ ხალხმა 4 წლის ვადით აგვირჩია და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები - აცხადებდა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კახა კუკავა. თუ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებეზე არ დათანხმდა, რა მოხდება ? - ამ კითხვით ფრაქცია კონსერვატორების ლიდერს, კახა კუკავას მივმართე, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე ყვალა შემთხვევაში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG