ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რომში ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება


ბირთვულ საკითხებში ირანის ახალი მთავარი მოთათბირე საედ ჯალილი და მისი წინამორბედი ალი ლარიჯანი დღეს რომში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თავკაცს ხავიერ სოლანას უნდა შეხვდნენ.

ბატონი ლარიჯანი მოთათბირის პოსტიდან გასულ შაბათს გადადგა, თუმცა იგი ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად ისევ რჩება, სადაც იგი ქვეყნის უზენაეს მმართველს აიატოლა ალი ჰამენეის წარმოადგენს.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კი სომხეთში მიმდინარე ვიზიტი შეწყვიტა და დღეს გათვალისწინებულზე უფრო ნაადრევად შინ გაემგზავრა.

სომხეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ აჰმადინეჟადის სომხეთიდან გამგზავრება ირანის შიდა ვითარებამ გამოიწვია. პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია თუ რა ვითარებაზეა საუბარი.

XS
SM
MD
LG