ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის დაყენებას ჯერ არ აპირებს


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის დაყენება მანამდე არ განხორციელდება სანამ არ დამტკიცდება, რომ ირანიდან ნამდვილად მომდინარეობს ბალესტიკური რაკეტების გაშვების საშიშროება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის დაყენება მანამდე არ განხორციელდება სანამ არ დამტკიცდება, რომ ირანიდან ნამდვილად მომდინარეობს სარაკეტო დარტყმის საშიშროება.

ამის შესახებ ბატონმა გეითსმა დღეს პრაღაში ყოფნისას განაცხადა. ჩეხეთში ბატონი გეითსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მირეკ ტოპოლიანეკთან სასაუბროდ იმყოფებოდა.

თავდაცვის მდივნის თქმით, გადავადების შესახებ ინფორმაცია, რაკეტსაწინაღო სისტემის პოლონეთსა და ჩეხეთში გაშლის კატეგორიულ მოწინააღმდეგეს რუსეთსაც მიეწოდა. მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გადავადების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამერიკა ამტკიცებს, რომ რაკეტსაწინაღო სისტემა ირანის მსგავსი რეჟიმებისგან ევროპის დაცვას ემსახურება. რუსეთის პრეზიდენტი კი შიშობს, რომ სისტემის განნლაგება ევროპის დესტაბილიზაციასა და გამალებული შეიარაღების გაღვივებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG