ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში კოსოვოს მომავალ სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო


ევროკავშირის, რუსეთის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები კოსოვოს მომავალ სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე შეიკრიბნენ ვენაში, რომელსაც სერბები და ალბანელებიც ესწრებიან.

ევროკავშირის წარმომადგენელის ვოფგანგ ისჩინგერის განცხადებით მხარეები ხელშეკრულების 14 პუნქტთან დაკავშირებით გარკვეულ კონსესუსამდე მივიდნენ. მოლაპარაკების ამ რაუნდზე ახალ წინადადებებსაც განიხილავენ, რომლებიც გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მარტი აჰტისაარის გეგმის მიხედვით არის შედგენილი.

ახალი დოკუმენტი ყურადღებას არ გაამახვილებს სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხებზე, თუმცა ეთნიკურ ალბანელებს გარკვეულ გარანტიებს მისცემს რომ კოსოვოში სერბეთის მმარტველობა აღარასოდეს აღდგება.

XS
SM
MD
LG